თბილისში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1990 წელს დაბადებული ყაზახეთის მოქალაქე რ.ბ. დააკავეს. ის 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ყაზახეთის ტერიტორიაზე პირადი მატერიალური სარგებლის მიზნით უკანონო ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას მისდევდა, რაც ქვეყანაში აკრძალულია. ასევე, მან ონლაინ აზარტულ თამაშებში ჩართული პირების მიერ მის ანგარიშებზე ჩარიცხული დიდი ოდენობით თანხა უკანონოდ მიითვისა.
დაკავებულის მიმართ ამ ეტაპზე წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.