დმანისელი სპორტსმენის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში
,,დმანისს ევროპის ჩემპიონი გვყავს მკლავჭიდში
მიმდინარე წლის 31 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით, რუმინეთის, ქალაქ კლუჟნაპოვკაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც დღეს მონაწილეობას იღებდა ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის მკლავჭიდის წრის მწვრთნელი ნოდარი ციხელაშვილი, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა და დაიკავა პირველი ადგილი.
ვულოცავთ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ “-აღნიშნულია დმანისის სპორტული სკოლის განცხადებაში.

