პატრიარქი: „ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
„მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებით პოლიტიკოსი არ იყო, ამ გზას დაადგა და თავისი ნიჭი, გონება და შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია“, – აღნიშნავს პატრიარქი.
როგორც წერილშია ნათქვამი, ლევან გაჩეჩილაძეს ავადმყოფობის გამოც დიდი ბრძოლა მოუწია, „რაც ღმერთთან დააახლოვა და მის წინაშე მაზიარებელ ქრისტიანად წარდგა“.
„ვწუხვართ ბატონ ლევანთან განშორების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრავალრიცხოვან გულშემატკივართ… გარდაცვალება არ ნიშნავს არ არსებობაში გადასვლას; ამიტომაც მას, ისევე როგორც ნებისმიერ იმქვეყნად წასულ ადამიანს, სჭირდება სულიერი შეწევნა თქვენი ლოცვით და მის სახელზე აღსრულებული ქველმოქმედებით“, – წერია სამძიმარში.
ილია II-მ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს ნუგეში და სიმშვიდე უსურვა.