მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისა და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ, მარნეულის მერ კენან ომაროვთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ქალაქში ერთ-ერთი მთავარი პროექტია შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ნარიმანოვისა და იაღლუჯის ქუჩებს ერთმანეთს დაუკავშირებს. ახალი 3,4 კილომეტრიანი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ ქუჩას. პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია და სრულად ფინანსდება რეგიონული პროექტების ფონდიდან.

გარდა ამისა, სოფელ ქვემო სარალში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აქამდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელს ორფენიანი ასფალტბეტონის 2 კილომეტრიანი გზა ექნება. პროექტის ღირებულება 1 მილიონი ლარია და ისიც რეგიონული პროექტების ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ორივე პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის გაზრდას როგორც ქალაქში, ისე სოფლად.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე რწმუნებულთან ერთად მისი პირველი მოადგილე ილია ჯალაღანია და მერის მოადგილეები – ზურაბ ფანგანიცა და თემურ შუბითიძე – გაეცნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading