ზელენსკიმ და მაკრონმა უკრაინის სამხედრო გაძლიერების ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვაზე თანამშრომლობას ითვალისწინებს.
დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა მიიღებს Rafale F4 ტიპის 100 თვითმფრინავს, SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებს.

ზელენსკის თქმით, წელს დაიწყება ფრანგულ-უკრაინული ერთობლივი თავდაცვითი პროექტებიც, მათ შორის დრონების წარმოება და კრიტიკული ტექნოლოგიების განვითარება.

ზელენსკიმ საფრანგეთსა და მაკრონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading