მარნეულის მერმა სამედიცინო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მრავალპროფილური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის Solution & Consulting Group-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, მეჰმედ ფათიჰ თურანს შეხვდა.
მერიაში გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო კომპანიის საქმიანობა, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სამედიცინო ტურიზმი წარმოადგენს. მისი შვილობილი კომპანია Medical Solution Group თანამშრომლობს თურქეთის წამყვან ჰოსპიტალებთან.


მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაფართოებაზე და მომავალი ერთობლივი აქტივობები დაგეგმეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა შუბითიძე და კომპანიის წარმომადგენლები.