თეთრიწყაროს ახალგაზრდები ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ფოლკლორისტთა შეკრებაში მონაწილეობდნენ

2025 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გაიმართა ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა და ხელოვანთა შეკრება. ღონისძიება მიზნად ისახავდა 12-26 წლის ახალგაზრდებში ქართული ფოლკლორისადმი ინტერესის გაღვიძებას, მათი განათლებისა და კვლევითი უნარების განვითარების მხარდაჭერას.
შეკრებაში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ სახელოვნებო განყოფილების მოსწავლეები.
- წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები კომისიის მიერ შეჯიბრის წესით შეირჩა;
- მონაწილეთა სია ასევე კომისიის უმრავლესობით განისაზღვრა;
- საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს გადაეცათ სიგელები.

მადლობა გადაეცათ ცენტრის დირექციას, სახელოვნებო სამსახურისა და განყოფილების ხელმძღვანელობას, ასევე პედაგოგებს მათი შრომისა და მხარდაჭერისთვის.