თბილისის აეროპორტში ხელბარგში მალულად ჩამოტანილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხელბარგში მალულად განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი სხვადასხვა მედიკამენტი გამოავლინეს.

ნარკო-ანალიზატორით შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა 21 კაფსული „ლირიკა“ და 28 კაფსული „მეტამფეტამინი“.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შსს-ს გადაეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading