დმანისში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლების გეგმებზე იმსჯელეს

დმანისის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და საირიგაციო არხების განვითარების საკითხები განიხილეს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და დმანისის მერმა კობა მურადაშვილმა. შეხვედრა მერიაში გაიმართა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა პანტიანის, ხორხორისა და მთისძირის წყალსაცავები დაათვალიერეს. გიგლა თამაზაშვილის თქმით, ხორხორისა და მთისძირის წყალსაცავების რეაბილიტაცია ათწლეულებია არ ჩატარებულა. ირიგაციის სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, სარწყავი წყლით დაახლოებით 2000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა უზრუნველყოფდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading