ფსიქოტროპული მედიკამენტების ფასები მნიშვნელოვანი რეფორმის შემდეგ შემცირდა
ფარმაცევტული რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო აკონტროლებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს და რეალიზაციას. ადრე ფასნამატი 30%-დან 810%-მდე შეადგენდა, დღეს კი პრეპარატები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა.
სააფთიაქო ქსელები და სამედიცინო დაწესებულებები სრულად მომარაგებულია, ფასები სისტემურად მოწესრიგდა, ხოლო მათი გაცემა დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. დარღვევის შემთხვევაში სამინისტროს კანონით განსაზღვრული მკაცრი რეაგირება ექნება.