თბილისში ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს: 1987 წელს დაბადებული დ.ო., 1998 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული კ.მ.
დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.