„Picot Babyfood“-მა სიფრთხილის მიზნით საქართველოში რამდენიმე პარტია ნებაყოფლობითი ამოიღო
ბავშვთა კვების კომპანია „ლაქტალის ნუტრიშენ სანტემ“ (LNS), საერთაშორისო მომწოდებლის ინგრედიენტში ARA (ომეგა-6) ტოქსინის შესაძლო არსებობის გამო, სიფრთხილის ზომების ფარგლებში დამატებითი კვლევები ჩაატარა. 20 იანვრის ანალიზების შედეგად გამოვლინდა ტოქსინის შესაძლო კვალი, რის საფუძველზეც კომპანიამ კონკრეტული პარტიების ნებაყოფლობითი გაწვევა გადაწყვიტა.
საქართველოში გაწვევა ეხება მხოლოდ 3 პროდუქტის მცირე რაოდენობას, კონკრეტული პარტიის ნომრებით:
- Picot 1 400G – 8000003312
- Picot 1 800G – 8000003297
- Picot 2 800G – 8000003280
კომპანიის განცხადებით, ყველა სხვა პროდუქტი და სხვა პარტიები უსაფრთხოა მოხმარებისთვის. სააფთიაქო ქსელებში შეძენილი პროდუქტის შეცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია.