თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ირანის მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის შემოწმებისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი 30 აბი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.