თბილისში დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, გ.ლ. და შ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც ქ. თბილისში სამშენებლო ნებართვა სჭირდებოდა, დაარწმუნეს, რომ გ.ლ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა და თავისი სამსახურებრივი სტატუსის გამოყენებით, შეძლებდა თბილისის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის დროულად გაცემას. სანაცვლოდ კი ჯამში 70 000 აშშ დოლარის მიღებას მოითხოვდნენ.

2025 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ 10 000 აშშ დოლარი გამოართვეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე მუხლისა და 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    Leave a Reply

    თარგმნეთ »

    Discover more from Region News

    Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

    Continue reading