ლადო ასათიანის პრემია 2025 – ახალგაზრდა პოეტების კონკურსი ✍️
საზოგადოება „ქართული“ და საქართველოს მწერალთა კავშირი კვლავ გამოავლენენ ლადო ასათიანის სახელობის 2025 წლის პრემიას ახალგაზრდა პოეტებისთვის. პრემია არის შანსი 30 წლამდე ახალგაზრდა მწერლებისთვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში პატრიოტულ თემატიკაზე ლექსებს ქმნიან.
შარშან კონკურსში ოცამდე ახალგაზრდა პოეტი მონაწილეობდა, ყველაზე უმცროსი მონაწილე კი 14 წლის იყო. გამარჯვებული ოთარ ფალიანი გახდა.
გამარჯვებული მიიღებს:
- პრემიას – 3 000 ლარი
- სიგელითა და სპეციალურად დამზადებული მედლით (მოქანდაკე გოგა შხვაცაბაიას ნამუშევარი)
- შესაძლებლობას გამოაქვეყნოს თავისი ლექსები ლადო ასათიანის სახელობის ალმანახში, სადაც ყველა კონკურსანტის ნამუშევარი გამოჩნდება
დაინტერესებულ პოეტებს შეუძლიათ 26 აგვისტოდან მიმართონ მწერალთა კავშირს ან ელექტრონულად გამოაგზავნონ მინიმუმ 7 ლექსი ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილი პატრიოტული თემატიკით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
📍 მისამართი: თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. #13 (გიგა ლორთქიფანიძის 4), საფოსტო ინდექსი 0105
📱 599 38 12 74
📧 writersunionofgeorgia@gmail.com
ეს პრემიები საშუალებას აძლევს ახალგაზრდა პოეტებს გამოიჩინონ თავი, გაიზარდონ პროფესიულად და უფრო მეტი ადამიანი გააცნონ თავიანთი შემოქმედება.