თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე 1988 წელს დაბადებული მ.ჯ. ცხელ კვალზე აიყვანეს.
ბრალდებულმა ირანის მოქალაქის სახლიდან სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთები და 13 000 დოლარი მოიპარა. პოლიციამ ნაწილი ნაქურდალი ნივთების, თანხა და ე.წ. „ატმეჩკა“ ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.