ხაშურში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის სატყეო უბნის ერთ-ერთ მონაკვეთზე ფოთლოვანი ჯიშის მერქანი უკანონოდ გაჩეხა და შემდგომში მისი რეალიზაცია გეგმავდა.
სამართალდამცველებმა თ.ნ. სოფელ ალის ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც იგი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე არსებული ავტომობილით უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას გადაჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის სატყეო უბნის ერთ-ერთ მონაკვეთზე ფოთლოვანი ჯიშის მერქანი უკანონოდ გაჩეხა და შემდგომში მისი რეალიზაცია გეგმავდა.
სამართალდამცველებმა თ.ნ. სოფელ ალის ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც იგი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე არსებული ავტომობილით უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას გადაჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.