განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმე აჭარაში – დაკავებულია სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები არიან:
ისრაელის მოქალაქე მ.კ. (დაბ. 1984)
რუსეთის მოქალაქე ე.მ. (დაბ. 2004)
ბელარუსის მოქალაქე ვ.ნ. (დაბ. 1997)

სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოების საშუალებები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

🛑 შსს განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading