უკრაინის ხელისუფლებამ აშშ-ს რუსეთის მიერ 30-დღიანი დროებითი ზავის პერიოდში დაბომბილი ენერგეტიკული ობიექტების სია გადასცა
„დღესაც იყო დარტყმები ხერსონზე, ენერგეტიკული ობიექტის წინააღმდეგ რუსული დრონი გამოიყენეს. ეს მოხდა აბსოლუტურად შეგნებულად და მიზანმიმართულად. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
თითოეული ასეთი დარღვევა უნდა ფიქსირდებოდეს და პარტნიორებს გადაეცეს. რუსეთი სრულმასშტაბიანი ცეცხლის შეწყვეტის პროცესს აჭიანურებს და ამერიკული გეგმის რეალიზება მოსკოვის პოზიციის გამო ვერ ხერხდება. – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.