დმანისში რობოტექნიკის კურსი წარმატებით დასრულდა – მონაწილეობა 30-მა მოსწავლემ მიიღო

დმანისში , ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, წარმატებით დასრულდა რობოტექნიკის 4-თვიანი სასწავლო კურსი, რომელშიც მონაწილეობა 10-დან 15 წლამდე ასაკის 30-მა მოზარდმა მიიღო.
პროექტი ორგანიზებული იყო „Pascal STEAM Community“-ის მიერ და მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების, რობოტექნიკისა და ინჟინერიის საფუძვლების შესწავლას STEAM მიმართულებით.


კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მიიღეს, არამედ პრაქტიკული უნარებიც შეიძინეს – პროგრამირებიდან დაწყებული, მოდელირებითა და მექანიკური კომპონენტების აწყობით დამთავრებული.
სწავლების დასასრულს გაიმართა მინი კონკურსი, რომელშიც მონაწილეებმა საკუთარი შემოქმედებითი და ტექნიკური ნამუშევრები წარმოადგინეს.


კონკურსის ყველა მონაწილეს დმანისის მერის მოადგილეებმა – კახა პეტრიაშვილმა და არიფ სულეიმანოვმა – სერტიფიკატები გადასცეს.
მუნიციპალიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მომავლის პროფესიის გასაცნობად და ტექნოლოგიური განათლების ხელშესაწყობად.
