უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალის უკანონო რეალიზაციის მცდელობა აღკვეთა – დაკავებულია ორი პირი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით – ტრანსნაციონალური ხასიათის სერიოზული დანაშაული გამოავლინა და მისი სხვადასხვა მიმართულებით განვითარება თავიდან აიცილა.

სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ბათუმში, ბირთვული მასალის – ურანის – უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთი საქართველოს, ხოლო მეორე – უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ურანის რეალიზაციას 3 მილიონ აშშ დოლარად ითვალისწინებდა.

,,სპეციალისტთა შეფასებით, ამ ტიპის ბირთვული მასალა, რომელიც ალფა- და გამა-გამოსხივებას შეიცავს, შეიძლება გამოყენებულ იქნას ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული მიზნებისთვის ან მასობრივი ზიანის მომტანი მოქმედებების განსახორციელებლად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-– ნათქვამია სუსი-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში პრიორიტეტულია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading