თბილისის აეროპორტში მებაჟეებმა სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების გადატანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს.

საბაჟო კონტროლის დროს, კინოლოგ ოფიცერმა და ნარკოტიკებზე სპეციალურად გაწვრთნილმა სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად „ნერო“, ერთ-ერთი მგზავრის ბარგში მალულად განთავსებული ნივთიერებები აღმოაჩინეს. კონკრეტულად, ამოღებულია:

  • 67 გრამი მარიხუანა,
  • 21 ერთეული კანაფის თესლი,
  • ნარკოტიკული შემცველობის მქონე 53 რეზერვუარი, რომლებიც ელექტრონული სიგარეტისთვის იყო განკუთვნილი.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლში მონაწილეობენ კინოლოგი ოფიცრები და 40-მდე სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებებისა და კონტრაბანდული თამბაქოს აღმოჩენაზე არიან მობილიზებულნი.

გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვას და მოხმარებას ეხება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading