თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის ძებნილი ეგვიპტის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და მარიხუანის რეალიზაციისთვის ძებნილი პირი – ეგვიპტის მოქალაქე, 2002 წელს დაბადებული დ.ე. – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დ.ე. თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი 2025 წლის 25 აგვისტოდან ძებნილი იყო.
სამართალდამცველების მიერ დაკავებული ეჭვმიტანილი უკვე გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
გამოძიება გრძელდება შესაბამისი მუხლებით, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ დანაშაულს ეხება.