ზუგდიდში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების, საგამოძიებო და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მის საცხოვრებელ სახლსა და ავტომობილში, ასევე, მისივე მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ელექტროსასწორი და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე პრიმა (კვარტა) მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ბრუნვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading