ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრები გრძელდება

ესპანეთში, სადაც ტყის მასშტაბურ ხანძარს მეხანძრეები რამდენიმე დღეა ებრძვიან, ცეცხლი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 20 ლოკაციაზე გავრცელდა.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მთიან რაიონებში ძლიერი ხანძრის გამო, შეზღუდულია ტურისტული მარშრუტები და დახურულია ვიზიტორთაათვის განკუთვნილი ზონები. ცეცხლის ჩაქრობაში, სახანძრო ბრიგადებთან ერთად, ჩართულია ავიაციაც. მეხანძრეებს დახმარებას 1 900 სამხედრო მოსახდელიც უწევს.

ოფიციალური მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, ხანძარმა 115 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. ვითარებას ართულებს რეგიონში ძლიერი  სიცხე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading