დმანისის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის ერთკვირიანი სწავლება დასრულდა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, დაესწრო შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარებულ ერთკვირიან სწავლებას.

სწავლების ფარგლებში შემუშავდა საგანგებო მართვის გეგმა, უსაფრთხოების პასპორტი და ჩამოყალიბდა ადგილობრივი საგანგებო შტაბი. სწავლების ბოლო დღე დაეთმო შტაბის წევრების პრაქტიკულ გადამზადებას.

აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას, რისკების შემცირებას და მოსახლეობის დაცულობის გაზრდას საგანგებო ვითარებების შემთხვევაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading