ევროპასთან ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კლიმატის ცვლილების სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში მოისმინეს.

ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. მან გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველომ ვალდებულებად აიღო და რომელიც ითვალისწინებს, 2030 წლისთვის სხვადასხვა სექტორში სათბურის მავნე აირების შემცირებას და ჟანგბადის გამომყოფი მწვანე საფარის გაფართოებას.


მომხსენებლის განცხადებით, საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც კლიმატის ცვლილების კუთხით საერთაშორისო კონვენციებსა და შეთანხმებებში საქართველოს წევრობისგან, აგრეთვე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დადებითად შეაფასა აღმასრულებელი უწყების მიერ გაწეული საქმიანობა და განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ 100 პროცენტით ვერ მოხდება ამ პრობლემების გადაფარვა, მით უმეტეს, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად ამინდი კიდევ უფრო აგრესიული ხდება. ამიტომ მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ის არის, რომ სადაც ეს იქნება შესაძლებელი, ვებრძოლოთ იმ გამომწვევ მიზეზებს, რის გამოც ხდება გლობალური დათბობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading