ქართველი ძალოსანი რამინ შამილიშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მოლდოვაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა რამინ შამილიშვილმა (55 კგ).
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 109 კგ დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა. აკვრაში 134 კგ დააფიქსირა, რაც მესამე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 243 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
