დღეს ა(ა)იპ “თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი“-ს საკონცერტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ცნობილ კომპოზიტორ კახა ცაბაძესთან
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ “ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი“-ს ფოლკლორის სამსახურისა და სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა.
თითოეულ მონაწილეს სამახსოვროდ საჩუქრად წიგნები გადაეცა.
ღონისძიების ფარგლებში, ბატონმა კახა ცაბაძემ დაათვალიერა ცენტრთან არსებული სახელოვნებო სამსახურის საგამოფენო დარბაზი და გაეცნო მოსწავლეების ნამუშევრებს.
ღონისძიებას ესწრებოდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი
ა(ა)იპ “თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი“-ს დირექტორი დავით ყაზახაშვილი მის მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტ ლევან ჟვანიასთან ერთად.




