კომპოზიტორი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი მარიკა კვალიაშვილი დღეს იუბილარია
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მარიკა კვალიაშვილს დაბადების დღე პირადად მიულოცა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
მარიკა კვალიაშვილი მრავალი საბავშვო, საესტრადო სიმღერების და საგუნდო ნაწარმოების ავტორია. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს წლის საუკეთესო ადამიანის, წლის საუკეთესო პედაგოგისა და წლის საუკეთესო კომპოზიტორის (საესტრადო სიმღერებისთვის) წოდებები. 2010 წელს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

