დმანისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა
ცენტრი 6-18 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოემსახურება.
ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ მიერ ფუნქციონირებს. პროგრამის თანადამფინანსებელია დმანისის მუნიციპალიტეტის მერია.
,,განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, ჩვენი სოციუმის სრულუფლებიანი წევრები არიან
და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისათვის ერთად უნდა შევქმნათ მათ საჭიროებებზე მორგებული გარემო. აღნიშნული პროგრამის მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებაა. მათთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას სპეციალისტები უზრუნველყოფენ” – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა
დღის ცენტრის გახსნას დონორი ორგანიზაციები, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი, მერიისა და
საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია




