დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, პროფესიული უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს მართავს
ღონისძიებებს უკვე უმასპინძლა ლაგოდეხმა და ბოლნისმა, სადაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს გააცნეს პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები.
პროექტის ფარგლებში, უნარების სააგენტომ და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა საჯარო სკოლების პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის „კარიერის განვითარების მასტერკლასი“ ჩაატარეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო




