განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა სოფელ ჭალის საჯარო სკოლის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები საჩხერის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და კომიტეტის წევრებმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში ახლად რეაბილიტირებული სკოლის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა.

დეპუტატებმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ.

საჩხერის მუნიციპალიტეტში სკოლა გავხსენით, შევხვდით პერსონალს და მოსწავლეებს. კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ როგორც განათლების, ასევე მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, აგრეთვე ინფრასტრუქტურის კუთხით ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი. სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading