გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გუდაურთან, 2022 წლის 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდნენ.
მინისტრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


პარაკლისს დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, უწყების სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი 8 ადამიანი – შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, მაშველები და ექიმები დაიღუპნენ.

