თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში დარჩნენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი გირაოს შეფარდებაზე გააკეთა შუამდგომლობა, თუმცა სასამართლომ დაცვის პოზიცია არ გაიზიარა.

სამივე პირი ბრალდებულია წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში და ამ პროცესში დახმარებაში.

გამოძიება გრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading