ლევან ხარაბაძე მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ადგილობრივებს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ უშუალოდ მოისმინა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წყალმომარაგების, წყალარინების, გზებისა და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებაზე. მოსახლეობამ ასევე დააყენა რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.


ლევან ხარაბაძის განცხადებით, საკითხები დეტალურად იქნება შესწავლილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით და ეტაპობრივად დაგეგმდება შესაბამისი ღონისძიებები.
