გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს

განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გააკეთა.

🔹 პროკურორის თქმით, საქმეზე გამოძიება საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად მიმდინარეობს და უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის, ყოფილი სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ მიმდინარე გამოძიებას.

🔍 ბრალდებულ კობა ხუნდაძეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული აქვს 94 კონვერტად დახარისხებული თანხა – 1 319 300 აშშ დოლარი.
🔍 გარდა ამისა, ფარცხალაძის გარემოცვაში მყოფი პირების საბანკო სეიფებიდან ამოღებულია 2 904 900 აშშ დოლარი.

📍 გამოძიებით დადგენილია, რომ კობა ხუნდაძემ:

  • შეიმუშავა ფულის გათეთრების მრავალსაფეხურიანი სქემა;
  • დაუსაბუთებელი თანხებით თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და დააფუძნა კომპანიები;
  • მრავალჯერადი უძრავი ქონების ტრანზაქციებით შეეცადა ფულის წარმომავლობის დამალვას;
  • ლეგალურ ეკონომიკაში ჩართო 30 ერთეული უძრავი ქონება და 51 ერთეული ქონება შეიტანა საკუთარი სამშენებლო კომპანიის კაპიტალში.

⚖️ ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

📝 პროკურატურა უკვე მიმართავს სასამართლოს კობა ხუნდაძისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

🔎 საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და, უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელია დამატებითი პირების დაკავება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading