გიორგი სვანიძე ღვთისო კვიციანს ულოცავს ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე, გულითადად ულოცავს ბოლნისელ სპორტსმენს, ღვთისო კვიციანს, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში.

4-15 თებერვალს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ჩემპიონატში ღვთისომ 52,2 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

“გულითადად ვულოცავ ბოლნისელ სპორტსმენს, ღვთისო კვიციანს, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში. ეს გამარჯვება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის დიდი სიამაყეა და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბოლნისელი სპორტსმენების მაღალ პოტენციალს. ვუსურვებ ღვთისოს ჯანმრთელობას, ახალ გამარჯვებებს და კიდევ ბევრ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე!”-აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading