ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა საპრეზიდენტო არჩევნებში კოლეგიის წევრების მიერ ხმის მიცემის პროცედურა

„საარჩევნო კოლეგიაში განახლდა მონაწილეთა რაოდენობა. დღევანდელი კენჭისყრა პირდაპირი ეთერის მეშვეობით გადაიცემა და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, თვალი მიადევნოს აღნიშნული პროცესის მიმდინარეობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დილის 09:00 საათიდან დღის 14:00 საათამდე საარჩევნო კოლეგიის წევრს აქვს შესაძლებლობა, გამოცხადდეს და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამ ეტაპზე ვისი გვარების იქნა ამოკითხული, თუ არ იმყოფებოდნენ ისინი სხდომათა დარბაზში, მათ 14:00 საათამდე, ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, გამოცხადდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ცესკო შეიკრიბება, გამართავს სხდომას, სადაც განხორციელდება შედეგების დათვლა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის შედგენა. შემდეგ ისევ შევიკრიბებით სხდომათა დარბაზში და საზოგადოებას გავაცნობთ შედეგებს“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading