გიორგი სვანიძე: მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლის მხარდაჭერისპროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანია
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ფოლადაურის, სამწევრისისა
და სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი
სვანიძე, საკრებულოს წევრებთან და მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე
ზაბახიძესთან ერთად.
შეხვედრებზე განხილული იქნა სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული და
სოციალური საჭიროებები, მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტები,
რაც პროგრამის ეტაპობრივ შესრულებას დაეხმარება. გიორგი სვანიძის
სიტყვებით, მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია ადგილობრივ საჭიროებათა
უკეთ შესასწავლად და მათი გადაჭრის პროცესის გასაძლიერებლად.
პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტს საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან 714 000 ლარია გამოყოფილი. შეხვედრები უკვე გაიმართა სოფელ
ფოლადაურში, სამწევრისსა და სოფელ ბოლნისში და გაგრძელდება სხვა
სოფლებშიც.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, საკრებულოს ფრაქცია
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე, სამანდატო, საპროცედურო და
ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, სოფელ ბოლნისის
თემის მაჟორიტარი ლევონ მანუკიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილე თურალ ვალიევი და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი
გიორგი გასვიანი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები ბოლნისის
მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.