ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ფოლადაურის, სამწევრისისა და სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნულ სოფლებში არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული პროგრამა წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება და მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

მოსახლეობასთან შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ერთად მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading