ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გარდაბნის სოფელ კრწანისში მოსახლეობას შეხვდა
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის ე.წ. მე-15 კილომეტრის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს განხილული იყო სოფელში არსებული ძირითადი საჭიროებები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.
სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ თითოეული საკითხი შესაბამისი სამსახურების მიერ დეტალურად შეისწავლება და დაიგეგმება ღონისძიებები მათი დროულად გადაჭრის მიზნით.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.