დმანისის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს იაღუფლოს, პანტიანის, დალარის, ზემო და ქვემო ოროზმანის, მთისძირისა და ვაკის მოსახლეობასთან გაიმართა.
2026 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 686 000 ლარია გამოყოფილი.
დასახლების საერთო კრებები 2 თებერვლიდან დაიწყო და დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფელში ჩატარდება.