ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კორეის რესპუბლიკის ელჩს კიმ ჰიონ დუს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა კორეელ დიპლომატს საქართველოში ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, კორეის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კიონბე ჩონი და პირველი მდივანი სანგ ჯუნ კანგი დაესწრნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading