ასთმის მსოფლიო დღე, ასთმის გლობალური ინიციატივის მიერ, ყოველწლიურად მაისის პირველ სამშაბათს აღინიშნება და მისი მიზანია ასთმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
• წელს ასთმის მსოფლიო დღე 6 მაისს აღინიშნება სლოგანით „ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ საინჰალაციო საშუალებებით მკურნალობა“.
• ასთმა არაგადამდები დაავადებაა, რომელიც ყოველწლიურად 260 მილიონი ადამიანის დაავადებას და 450 000 სიკვდილს იწვევს მსოფლიოში. უნდა აღინიშნოს, რომ დაავადებათა გლობალური ტვირთის 2021 წლის კვლევის მონაცემებით საქართველოში ასთმის ახალი შემთხვევების შეფასებითი მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გაცილებით დაბალია გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით.
• 2023 წელს ასთმისა და ასთმური სტატუსის დიაგნოზით საქართველოში რეგისტრირებულია 8 690 პირი, მათ შორის სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით – 1093 პირი. 2008-2023 წლებში დაავადების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
• დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ასთმის გავრცელება რეგიონების მიხედვით 2023 წელს განსხვავებულია. მაღალი გავრცელებაა რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში და იმერეთში. ხოლო დაბალია თბილისში, ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში.
• ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ასთმის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფილია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფები, მ.შ. საპენსიო ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი პირები და სხვ.
• ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით და თაანმედროვე სამკურნალო საშუალებებით ასთმა სრულად ექვემდებარება კონტროლს!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
