გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 აპრილს, სოფელ საცხენისში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა დაზიანდა.
,,შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე, დაზიანების გამომწვევი მიზეზების სიღრმისეულად შესასწავლად და გეოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე დაიგეგმება შესაბამისი სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, რათა აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადებში და დაჩქარებული ტემპით განხორციელდეს. გზის დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.