გარდაბანში, სოფელ ბირლიკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 20 წლამდე ბიჭი.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading