გაიხსნება თუ არა საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ-პარლამენტმა ახალი „საარჩევნო კოდექსი“ დაამტკიცა
პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი მიიღო.
ახალი საარჩევნო კანონმდებლობის ავტორები და ინიციატორები არიან – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
📌 მთავარი ცვლილებები:
- საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება – არჩევნები მხოლოდ საქართველოში ჩატარდება;
- პარტიებს კანდიდატებად მხოლოდ საკუთარი წევრების წარდგენა შეეძლებათ;
- უპარტიო კანდიდატების წარდგენა მხოლოდ საინიციატივო ჯგუფებს ექნებათ;
- ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები საარჩევნო უბნებსა და კომისიებში;
- კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს სხვა უბნებში შესვლაც აეკრძალება;
- მარტივდება კანდიდატების რეგისტრაცია – სააღრიცხვო ბარათი აღარ იქნება საჭირო;
- საარჩევნო კომისიის წევრობა აეკრძალება ასევე იმ პირებს, ვისაც სისხლის სამართლის საქმეზე ჯარიმა აქვს შეფარდებული.
ახალი საარჩევნო კანონმდებლობა მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც საპარლამენტო, ისე მუნიციპალურ არჩევნებში.