დმანისის მუნიციპალიტეტში იაყუბლოს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 💧

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ დმანისის მუნიციპალიტეტში, იაყუბლოს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში აღდგა წყალგამშვები კოშკის დაზიანებული ბაქანი, დამონტაჟდა დამცავი კარი, ჩაუტარდა რესტავრაცია მიმყვანი არხის სათავე-ნაგებობასა და დამატებით მკვებავ მილსადენს, ასევე რეაბილიტირდა დაზიანებული გადასასვლელი ხიდი.

სამუშაოების შედეგად ინფრასტრუქტურა გახდა უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირებადი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაახლოებით 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა სრულად არის უზრუნველყოფილი წყალმომარაგებით.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading