ირაკლი კობახიძე – 1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის – ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე, დღეს, 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულისჩამდგმელი. დამოუკიდებლობას სჭირდება მუდმივი გაფრთხილება და დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
